მსოფლიო
FERARRI, SHELL HELIX ULTRA და დათა ქაჯაიას 1,43 წამში მიღწეული გამარჯვება
2023-11-17 16:04:54
ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ FERARRI TEST DRIVE 2023-ზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. FERARRI-ის მოქმედ 25 საუკეთესო მრბოლელს შორის დათა MERTEL MOTOSPORT-ის სპეციალური მიწვევით მოხვდა. მრბოლელისთვის გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით დაფარული მანძილია. ცნობილია გამარჯვების ფორმულაც, ლურჯი FERARRI 488 CHALENGE-ისა და SHELL HELIX ULTRA-ს კომბინაცია.
FERARRI TEST DRIVE გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში, გაიმართა. ტესტდრაივზე მოხვედრა რთული და თითქმის წარმოუდგენელია ავტოსპორტის სხვა დისციპლინის მქონე შეჯიბრების წარმომადგენლისთვის. ერთადერთი ქართველი მრბოლელისთვის შეჯიბრებაში მონაწილეობის ექსკლუზიური პირობა შეიქმნა. FERARRI TEST DRIVE-ის წარმომადგენლებმა, გამონაკლისის სახით, უარი თქვეს საკუთარ წესებზე.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „მოწვევა, რომელიც FERARRI TEST DRIVE-ის წარმომადგენლებისგან მივიღე, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მოხვდე 25 საუკეთესო მრბოლელს შორის, ნიშნავს, რომ შენს სტატუსს, მიღწეულ წარმატებებსა და პრესტიჟს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ვიცოდი, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვყოფილიყავი და მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნიდან, სადაც არ გვაქვს ფუფუნება, რომ სარბოლო ტრასაზე ფერარით ვიასპარეზოთ, გვაქვს პოტენციალი, ვაჩვენოთ საუკეთესო შედეგი.
ყველაფერი გამონაკლისის დაშვებით დაიწყო, სპეციალურად ჩემთვის გაარღვიეს ფერარის ექსკლუზიური წრე და შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება რადიკალურად განსხვავებულ TCR მრბოლელს დამრთეს“.
FERARRI TEST DRIVE-ში გამარჯვებამდე დათა ქაჯაიას ანგარიშზე ევროპის 4-გზის ჩემპიონობა და ათეულობით გრანპრია. ფერარიმდე გზა კი TCR შეჯიბრებაში საქართველოს სახელით მიღწეულმა საუკეთესო შედეგებმა გაუკვალა.
საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენამდე ავტომობილის სათანადოდ მომზადებისა და აღჭურვის პროცესია. სრულად მოწმდება სარბოლო ავტომობილების ძრავის მდგომარეობა და უმკაცრეს კონტროლს გადის მათი ტექნიკური მზაობა.
FERARRI TEST DRIVE 2023-ზე დათა „თეგეტა მოტორსისა“ და „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ მხარდაჭერით გაემგზავრა. SHELL-ის პრემიუმ ხარისხის ზეთებს კავკასიის რეგიონში სწორედ „თეგეტას“ შვილობილი კომპანია TDC წარმოადგენს. ქართველ მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიყენონ SHELL-ის ზუსტად ის ზეთი, რომელსაც ფერარის ავტომობილები სარბოლო ტრასებზე, ძალიან მაღალი დატვირთვის პირობებში მოიხმარენ.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „შეჯიბრებაში, სადაც ყველას პირველობა უნდა, სადაც დათმობა რთულია და სწორ დროს გასწრება გონიერებაა, გამართლებაც არის საჭირო. მე გამიმართლა, ფერარის მართვის, საკუთარი თავის გამოცდისა და გამარჯვების გემოს შეგრძნების შესაძლებლობა „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით შევძელი. გამარჯვებულის ტიტულამდე გზა ავტომობილის სრულყოფილ მომზადებას გულისხმობს. რაც არ უნდა კარგი მრბოლელი იყო, ვერაფერს შეძლებ, თუ შენი ავტომობილი იდეალურად გამართული არ არის. გარდა ამისა, ავტომობილის საბოლოო მომზადების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ძრავის გამართული მუშაობაა. სწორედ ამიტომ ფერარის ავტომობილებში მოიხმარენ უმაღლესი ხარისხის SHELL HELIX ULTRA ზეთს, რომელიც მანქანის ქარხნულად დაშვებულ, მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენას უზრუნველყოფს“.
ანა იობიძე Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერი: „დათა ქაჯაია ერთადერთი ქართველი ავტომრბოლელია, რომელმაც მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ TCR შეჯიბრებაში საქართველო წარადგინა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. გვსურს, რომ დათას წარმატებები და მიღწევები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ასეთი ტიტულიანი სპორტსმენი გვყავს, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის საამაყოა. ჩვენთვის საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მძღოლებს ასეთი უნიკალური და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ, რომელსაც სუპერქარები სარბოლო ტრასებზე შეჯიბრების დროს იყენებენ. ჩვენი მიზანი ქართულ და ამიერკავკასიის ბაზარზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო პროდუქტის შემოტანა და გავრცელებაა“.
დათა ქაჯაიას სიყვარული ავტოსპორტის მიმართ ათწლეულზე მეტს და რამდენიმე ათეულ გამარჯვებას ითვლის. გამარჯვებიდან გამარჯვებამდე ავტომრბოლელი ახალი ოცნების რეალობად ქცევას გეგმავს.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ვფიქრობ, რომ Ferarri test drive-ში გამარჯვებით საკუთარ თავსაც და კონკურენტებსაც დავუმტკიცე, რომ გამარჯვების სიხარულის განცდამდე მუდმივ წვრთნას, საკუთარ თავთან კონკურენციასა და საქმის უზომო სიყვარულს მივყავართ. ჩემი ოცნებაა ფერარის დონის GT კლასის შეჯიბრებაში მონაწილეობა და გამარჯვება.
ვგეგმავ, მონაწილეობა მივიღო TCR -ის 2024 წელს დაგეგმილ შეჯიბრებაში, რომელიც სტარტს აპრილში პორტუგალიიდან აიღებს. ასევე, ძალიან დიდი სურვილი და მზაობა მაქვს ფერარის რბოლაში მონაწილეობის. გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება და გამარჯვებულის გვერდით დგომა ერთობლივ, გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული“.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კომენტარები