ბიზნესი
ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის
2023-09-23 11:36:01
ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST მიმდინარეობს
დღეს, ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით,
დედაენის ბაღში პირველი სპორტული ფესტივალი – SPORTFEST დაიწყო.
ფესტივალი პირველად 2022 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა სპორტულმა ორგანიზაციამ და 15000 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები.
ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და სტუმრებისთვის მზად არის სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, სპორტული მოედნები, სცენა სპიკერებისთვის და საბავშვო გასართობი და კვების ზონები.
ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს ესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.
ფესტივალის პირველ დღეს, 23 სექტემბერს, ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი, ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდება სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 12 წლის ერეკლე ტაბატაძე, ერთდროულად შეეჯიბრება ჭადრაკის მოყვარულებს.
ფესტივალის მეორე დღეს, 24 სექტემბერს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტიგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად შეხვდება ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს.
ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის სივრცეში, მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელი გოგონები უმასპინძლებენ.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ორი დღის მანძილზე, 23 და 24 სექტემბერს სპორტული აქტივობები 12:00 საათიდან და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
კომენტარები