1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით კახეთი მეშვიდედ მასპინძლობს „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა - იტალიაა.

14 ოქტომბერს წინანდლის მამულში გამართული „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება:

·         13:00|ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.  ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.

 

·         14:00 -17:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი https://youtu.be/rvlX1T6lQ5A.

 

·         14:00 -17:00 | ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო,  მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

 

·         15:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.

 

·         19:00|სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება https://youtu.be/lYLBTT5wL5o,

 

·         21:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო'ჰორაიზონსი წარდგება  https://youtu.be/uQagyRGUYYE

ფესტივალის ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორია ვიზა.

მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.

მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი „ჰოუმლენდ ოფ ვაინ მაგაზინ“, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge

თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%.  თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისის Visa ბარათებზე ვრცელდება 15% ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები