მსოფლიო
„რისკი საჭესთან გაუმართლებელი რისკია“ - ეკა ლალიაშვილი „თეგეტა მოტორსის“ კამპანიას შეუერთდა
2023-08-21 15:27:13
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ სეზონურ კამპანიას შეუერთდა და მის მთავარ გზავნილზე, "რისკზე წასვლა არ ღირს“, როგორც პირად, ისე პროფესიულ ჭრილში გვესაუბრა.
გვიყვება, რომ ეკას ოჯახისთვის ზაფხულის დასვენება წელს საქართველოში ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლით იწყება. წლევანდელი საზაფხულო მარშრუტი ბაკურიანს, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მოიცავს, შესაბამისად, ასეულობით კილომეტრის გავლა მოუწევს. ქცევას, რომელიც ეკასთვის უკვე ტრადიციად იქცა, არც ამჯერად დაარღვევს და მშვიდი მოგზაურობისათვის ავტომობილს სათანადოდ მოამზადებს.
ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე: „ბოლო 15 წელზე მეტია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიწევს მუშაობა და კარგად ვიცი, რომ გამართული ტრანსპორტის მნიშვნელობა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავტომობილის გამართულობას. გააზრებული გვაქვს, რომ გზაზე გადაადგილება როგორც საკუთარი ოჯახის, ისე სხვების მიმართაც დიდი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ტრანსპორტი, რომლითაც გვიწევს მოძრაობა, მწყობრში უნდა გვყავდეს და ეს ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.
ავტომობილი ახალი და გამართულიც რომ იყოს, სეზონური საბურავები ზამთრის თუ ზაფხულის დაწყებამდე მაინც ყოველთვის დღის წესრიგში დგას. ასევე, შორ გზაზე გასვლამდე ვამჯობინებთ, სპეციალისტმა მარტივი დიაგნოსტიკით შეამოწმოს ავტომობილი, რათა გარანტირებულად მშვიდად ვიმგზავროთ. ეს იქნება საბურავებში წნევის დონე, სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის გამართულობა, გაგრილების სისტემა თუ სხვა“.
საქმიანობიდან გამომდინარე, ეკას არაერთი კვლევა და დაკვირვება აქვს ჩატარებული, რომლებიც საქართველოში მანქანის გაუმართაობისგან გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში 1.5 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, მათგან 50% კი 20 წელს გადაცილებულია.
ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე: „ინფორმაციის ნაკლებობისა და არასწორი დამოკიდებულების გარდა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორიც და ამას ვერსად გავექცევით. თუმცა, ვისაც ავტომობილის ყოლის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, მზად უნდა იყოს, რომ გარკვეული ხარჯის გაწევა აუცილებელია. ძირითადად მძღოლებს ჰგონიათ, ფულს ზოგავენ, როდესაც თავს არიდებენ თუნდაც ავტომობილის დიაგნოსტიკას, უგულებელყოფენ საბურავების სეზონურობას, მაგრამ სინამდვილეში ეს საკუთარი და ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გაკეთებული არაგონივრული ეკონომიაა.
ცნობილია, რომ ავტომობილის მართვისას დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ ფაქტორებს - მძღოლის მართვის უნარებს, ქცევას, საგზაო წესების დაცვას, თუმცა, როგორი კანონმორჩილიც არ უნდა იყოს მძღოლი, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა მისცეს მას უსაფრთხოდ მგზავრობის შესაძლებლობა.
რისკი საჭესთან გაუმართლებელი რისკია. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვა პირდაპირი განაცხადია, რომ ახლობელი ადამიანებისა და გარშემომყოფების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უპასუხისმგებლოდ ვეკიდებით. ამიტომ ვფიქრობ, დასაფიქრებელია - რამდენად გვიღირს ასეთი რისკი“.
სწორედ ამიტომ შეხსენებას ყოველთვის აქვს აზრი, ისეთი საკითხისაც კი, რომელიც თითქოს ისედაც ნათელია და სწორედ ამას ემსახურება „თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიაც.
მოგზაურობისა და დასვენების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ „რისკზე წასვლა არ ღირს!“ და ავტომობილის სეზონური მომზადება აუცილებელია.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კომენტარები