პოლიტიკა
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ
2023-07-25 13:26:10
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.
ორგანიზაციის მიხედვით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 21 326 კომპანია. ბოლო ორი წლის მონაცემები, წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.
კომენტარები