მსოფლიო
Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს
2023-07-11 15:07:24
დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში ისარგებლონ Visa კონსიერჟის და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.
ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:
· კონცეპტ 360-ის უპირატესობები;
· ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;
· ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;
· ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;
· მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;
· საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;
· Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;
· თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;
· კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;
· FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;
· ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;
· ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;
· ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს.
კომენტარები