0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორიკის გარდა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს

შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ ვაპირებ კონკრეტულ სადაზვერვო მონაცემებზე საუბარს. გეტყვით, რომ ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. როგორც მოგეხსენებათ, ელექტროსადგურის მახლობლად რადიოაქტიურობის მონიტორინგის შესაძლებლობა გვაქვს და არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ მას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, აშშ ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს, ხმაურიანი რიტორიკის გარდა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.

“რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო- მაქსიმალურად ვაკვირდებით რუსეთის სტრატეგიულ პოზიციას, მათ ბირთვულ შესაძლებლობებს. ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება - ხმაურიანი რიტორიკის მიღმა, არ გვინახავს არანაირი მინიშნება იმისა, რომ არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა“, - აღნიშნა კირბიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები