მსოფლიო
„მამინაცვალი ბავშვებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას აიძულებდა, უარისას - ფიზიკურად უსწორდებოდა“ – შსს-მ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
2023-06-20 11:44:44
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.
ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.
იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები