1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ფუნქციონალები თიბისის ციფრულ ბანკში

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე, მუდმივად ნერგავს და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, როგორებიცაა: გადარიცხვები, მარტივი ინტერფეისი, მოქნილი პერსონალიზაცია და კიდევ მრავალი სხვა.

მაისში ციფრულ ბანკს კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებაში დაგეხმარება:

 

·         დააკოპირე ბარათის ნომერი მარტივად - ნებისმიერი ბარათის მონაცემებს  უკვე აპლიკაციიდან ნახავ და დააკოპირებ ბარათის ნომერს, პირდაპირ ჩემი პროდუქტების გვერდიდან.

·         შეამოწმე ოვერდრაფტის ლიმიტი - თუ ოვერდრაფტით სარგებლობ, ახლა უკვე ჩემი პროდუქტების გვერდიდან შეძლებ აკონტროლო ლიმიტიდან გამოყენებული და ხელმისაწვდომი თანხა.

·         განაახლე აპლიკაციის ვერსია - ციფრული ბანკიდან უკვე შესაძლებელია შეამოწმო და განაახლო აპლიკაციის ვერსია, თანაც პირდაპირ პარამეტრების გვერდიდან.

·         გააზიარე შენი IBAN QR კოდით - მეგობართან ანგარიშის ნომრის კიდევ უფრო მარტივად, დაკოპირების გარეშე გასაზიარებლად, ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა. QR კოდს ჩემი ანგარიშების გვერდზე, გაზიარების ღილაკზე დაჭერით იპოვი.

 

ნახე ვიდეო: https://youtu.be/kximL9mPoLc

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის. ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალებით სარგებლობისთვის კი, არ დაგავიწყდეს აპლიკაციის განახლება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები