მსოფლიო
რუსთავის მერი უარს აცხადებს შიდა აუდიტორული ანგარიშების გასაჯაროებაზე
2023-04-05 14:35:50
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე უარს აცხადებს შიდა აუდიტორული ანგარიშების გასაჯაროებაზე. ინფორმაციას ქვემო ქართლის მედია- QvemoQartli.ge ავრცელებს და ყვება, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. ისინი ითხოვენ საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას.
ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, რუსთავის მერიამ საკითხზე საპასუხო წერილი გამოაგზავნა. საჯარო უწყება, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარიშების გასაჯაროებაზე.
"შიდა აუდიტორი ვალდებულია: დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები“, – ვკითხულობთ რუსთავის მერიის საპასუხო წერილში.
QvemoQartli.ge საკითხზე სამართლებრივ დავას გეგმავს.
კომენტარები