1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ ნამდვილად ისტორიულ მომენტში – საქართველომ გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება. ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა.

მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენ პროგრესს მიმდინარე წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი სახელმწიფო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

 

გადასადგმელი იქნება კიდევ ბევრი ნაბიჯი. ჩვენ, ევროკავშირის დელეგაცია აქ იმ მიზნით ვიმყოფებით, რომ მეგზურობა გავუწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს საქართველოს უამრავ სარგებელს მოუტანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, ნიშნავს მშვიდობას, ნიშნავს კეთილდღეობას, ნიშნავს ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას.

ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას, ეს მოითხოვს ყველა ეროვნული ძალის ერთობლივად მუშაობას კომპრომისის სულისკვეთებით, ინკლუზიურობის სულისკვეთებით, კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. ასე რომ, მუშაობა მიმდინარეობს და ვნახავთ. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები