საზოგადოება
"ამ კლინიკამ მიმიღო 90-იან წლებში, ვარ დევნილი სამაჩაბლოდან, ვერ გადავიტან აქედან წასვლას"-რესპუბლიკურის ექიმი
2023-03-29 14:44:04
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას აგრძელებენ. ისინი კლინიკის დახურვის გადაწყვწტილებას მესამე დღეა აპროტესტებენ.
"ვშიშობ, რომ თუ დავიკეტეთ ვეღარასოდეს ვეღარ დავბრუნდებით კლინიკაში. ამ კლინიკამ მიმიღო 90-იან წლებში, ვარ დევნილი სამაჩაბლოდან,ბევრი სითბო მაკავშირებს ამ კლინიკასთან, თუ დავიკეტეთ ვერ გადავიტან აქედან წასვლას"-ამბობს რესპუბლიკურის ექიმი, იზოლდა კობაძე
კომენტარები