2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო პერიოდის 15 წლამდე ვადით გაგრძელებას სთავაზობს

პორშეს პრემიუმ ავტომობილების მფლობელებს „პორშე ცენტრი თბილისი“ საგარანტიო მომსახურების პერიოდის გაგრძელებას სთავაზობს. ავტომობილის პორშეს ცენტრში შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი სამწლიან გარანტიას ავტომატურად იღებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანია მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საგარანტიო სერვისი შეიძინოს და პორშეს ოფიციალური საგარანტიო პირობებით დამატებით 12 წლის განმავლობაში ისარგებლოს.

აღსანიშნავია, რომ საგარანტიო პაკეტის ყიდვა  პორშეს იმ მფლობელებსაც შეუძლიათ, რომლებსაც გერმანული წარმოების პრემიუმ ავტომობილი „პორშე ცენტრი თბილისში“ არ შეუძენიათ.

ირაკლი იმნაძე „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი: „პორშე ცენტრი თბილისის“ მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული მომსახურებების შეთავაზებაა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პორშეს მფლობელებს შეგვიძლია, შევთავაზოთ ბრენდის ოფიციალური საგარანტიო პირობებით სარგებლობა 15 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საგარანტიო შემთხვევის დროს, მომხმარებელი „პორშე ცენტრი თბილისის“ მაღალკვალიფიციური მექანიკოსების მომსახურებით ისარგებლებს, რომლებიც მუდმივ გადამზადებას გადიან და ყველა მათგანი პორშეს მიერ არის სერტიფიცირებული. სერვისცენტრში, გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ პორშეს ორიგინალი ნაწილები გამოიყენება“.

 

გარანტიის მისაღებად სავალდებულოა წინასწარ 111-პუნქტიანი შემოწმების გავლა, რაც ავტომობილის მიმდინარე მდგომარეობის გადამოწმებას ნიშნავს. გარანტიით სარგებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის გარბენი 200 000 კილომეტრს არ აღემატებოდეს და მისი გამოშვებიდან  15 წელზე მეტი არ იყოს გასული. განსაზღვრულია გარანტიის შეძენის პირობებიც -  მომხმარებელს ერთიანად მაქსიმუმ სამწლიანი გარანტიის ყიდვა შეუძლია, თუმცა პორშე ასევე გთავაზობთ ერთ- ან ორწლიან საგარანტიო პერიოდს.

„პორშე ცენტრი თბილისი“ 30 აპრილამდე სამწლიანი საგარანტიო მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

პორშეს საგარანტიო მომსახურებით სარგებლობა „პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისცენტრშია შესაძლებელი. სივრცე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა და რეგიონში ბრენდის სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურებაა გაერთიანებული. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები.

--

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები