ბიზნესი
თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა
2023-03-20 14:05:27
თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი - IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.
იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით:
· შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“
· შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება
· გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად
· დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას
· ადასტურებს გადარიცხვას
· თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება
ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ.
თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის.
ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share
კომენტარები