2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

 

თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი - IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.

 

იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით:

·         შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“

·         შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება

·         გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად

·         დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას

·         ადასტურებს გადარიცხვას

·         თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება

 

ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც  შეუძლიათ.

 

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის.

 

ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები