1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ რეპრესიები დააანონსა – ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე

ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ, თურმე, ყველას აზღვევინებს – თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება თურმე და ყველას დააიდენტიფიცირებს. რეპრესიები დააანონსა. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ჩუჩელა, გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველა ამ საგმირო საქმის უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული, ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ არ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს.

გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს ან კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ან ეს იყო რუსული, ხელს უშლიდა ჩვენს ევროპულ მომავალს, უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთ, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ევროპული გზა გვაინტერესებსო. მეტიც, მერე მოყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების ლანძღვას, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ, ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევითო. ეს იყო მთელი პათოსი გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც გვაუწყა, რომ მათ არანაირი სტატუსი არ აინტერესებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება მარტივი კითხვა – იმ ევროპარლამენტარებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელსაც ლანძღავს და აგინებს, იმ ხალხმა უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. როცა ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა, ვის წარმოუდგენია, რომ ჩვენს ქვეყანას მისცემენ სტატუსს ამ პირობებში?

მაშინ, როდესაც ამ კაცმა დააანონსა რეპრესიები, რომ ყველას სახლში შეუვარდება, ჩვენც ყველანი დაგიმახსოვრეთ, ბატონო ჩუჩელა – თქვენც, ირაკლი კობახიძეც, ყველა ის დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა. აბსოლუტურად ყველანი დამახსოვრებული ხართ, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენ შესახებ, ხელი გაქვთ ამაზე მოწერილი, განცხადებებს აკეთებთ ღიად. ჩვენ უკვე დაგიმახსოვრეთ სახეზეც, გაფრთხილებთ, ამ ახალგაზრდებს არცერთს თითი არ დაედოს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები