კრიმინალი
დამწვრობები და დაზიანებები 2 წლის ბავშვის სხეულზე - გურჯაანში ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამა დააკავა
2023-02-24 12:23:21
ჩამოტვირთვა
კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.თ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას", - წერია უწყების განცხადებაში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები