პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სკამი არ დაუდგეს და პროტესტის ნიშნად კონფერენციას არ დაესწრო
2022-12-26 12:12:11
სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში წლის შემაჯამებელ ღონისძიებას არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა:
"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ "ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა" - განმარტეს ადმინისტრაციაში.
რა იგულისხმება დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში, ადმინისტრაციას არ განუმარტავს.
კომენტარები