1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არ დავემსგვასოთ მათ, ვისაც ხელში იარაღი არ ეჭირა, მაგრამ თავისი დუმილით, ეთანხმებოდა “ხალხის მტრების” სასიკვდილო განაჩენს…"- გიორგი კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"იცით, ზუსტად ასეთები იყვნენ ის პროლეტარი მწერლებიც, რომლებმაც ტიციანი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს… 

 

ზუსტად ასეთები იქნებოდნენ ისინი, ვინც პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს…

 

ზუსტად ასეთმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება: “მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“… 

 

მაშინ, სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენტრალურ კო­მი­ტეტ­ში, შექ­მნი­ლი იყო აგიტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბა, ასევე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, რომელიც გულაგებსა და ჩეკას ჯურღმულებში აგზავნიდა ხალხს… 

 

მაშინ, საბჭოთა რეჟიმი იყო და ბევრს ეშინოდა ამ რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის, ეშინოდა თანაგრძნობის და ეს შიში რომ დაემალა, დუმდა…

 

ასე, ხალხის გამაყრუებელი დუმილის კვალდაკვალ დახვრიტეს, გადაასახლეს, გაანადგურეს დიდი ქართველი პოეტები, მწერლები, მოაზროვნეები… 

 

მაშინ, ათეულობით წლები დაგვავიწყეს სიტყვები: თავისუფლება, თანადგომა, ჰუმანურობა, მიტევება…

 

ამ მიმართულებით მივდივართ დღესაც: დასცინიან ადამიანს, რომელსაც უჭირს და რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. 

 

შეურაცხყოფენ ადამიანს, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის და ლამის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. 

 

მათ, თავისი ჩეკა და გულაგები აქვთ. 

 

მათ, თავისი მოდერნიზირებული აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილება შექმნეს. 

 

მათ, თავისი პოლიტიკური განათლების სამმართველო ჩამოაყალიბეს და ცდილობენ დაგვაბრუნონ უკან, საბჭოთა ჯურღმულებში, სადაც ადამიანები ვერ ბედავდნენ ემპათიის გამოხატვას…

 

იყო დრო, როდესაც უემოციოდ და უცრემლოდ დავკარგეთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები და შანსი, გავმხდარიყავით უკეთესები და ვყოფილიყავით მეტად ადამიანურები. 

 

არის დრო, როდესაც ვკარგავთ შესაძლებლობას, ვიყოთ ნამდვილი ევროპელები და არ დავემსგავსოთ მაუზერმომარჯვებულ “ტყავის ლაბადიან ტროიკებს”. 

 

არ დავემსგვასოთ მათ, ვისაც ხელში იარაღი არ ეჭირა, მაგრამ თავისი დუმილით, ეთანხმებოდა “ხალხის მტრების” სასიკვდილო განაჩენს…"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები