2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მონაწილეობა „ბაიას ღვინომ“ მიიღო

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს და ფერმერებს მათთვის საჭირო პროექტებში ჩართვას სთავაზობს. ერთერთი კომპანია, რომელმაც საქართველოს ბანკის აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა - ბაიას ღვინოა.

 

„ჩვენი მეღვინეობა დღითიდღე ფართოვდება და საინტერესოდ ვითარდება, როგორც ადგილობრივ, ასევე 17 საექსპორტო ბაზარზე. რაც შეეხება აგრო ბუღალტერიის პროექტს - საკმაოდ რთულია სწორი ფინანსური მენეჯმენტი და ბუღალტერია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა. პროექტში მონაწილეობამ და საინტერესო ადამიანებთან მუშაობამ სწორად დაგვანახა კომპანიის დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან შესაბამისობა. პირველ რიგში, ბუღალტრულ აღრიცვას, როგორც კომპანიის საოპერაციო ნაწილს, მეტი ყურადღება დავუთმეთ. ამასთან ერთად, EBRD-ის პროგრამისთვის შევძელით შეგვედგინა კომპანიის ფინანსური დოკუმენტი. პროგრამაში მონაწილეობამ მოგვცა ახალი შესაძლებლობები, უკეთ დაგვენახა ჩვენი კომპანიის ხუთწლიანი ზრდის პერსპექტივა“, - განაცხადა კომპანია „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ.

 

აგრო ბუღალტერია საქართველოს ბანკის პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებასა და საქმიანობის განვითარებაში. აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული და მათ სამი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება  სრულიად უფასოდ მიიღონ. პროექტი EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.

 

პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილისა და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agro

 

ცნობისთვის, კომპანია „ბაიას ღვინო“ 2015 წელს დაარსდა და დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. მარანი ორიენტირებულია, გააგრძელოს მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიცია. კომპანია საკუთარ ვენახებს ფლობს, სადაც გაშენებულია ცოლიკოურის, ციცქის, კრახუნას, ოცხანური საფერისა და ალადასტურის ჯიშის ყურძნები. „ბაიას ღვინო“ ცქრიალა ღვინოებს პეტნატის მეთოდითა და ქვევრში ტრადიციული იმერული სტილის ღვინოებს აწარმოებს, რომლებიც სასიამოვნო მჟავიანობითა და არომატულობით ხასიათდება. კომპანიის ღვინო აქტიურად იყიდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....