პოლიტიკა
სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - იონათამიშვილი
2022-12-08 13:49:35
“სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მამუკა მამულაშვილსა და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას. […] კანონით ეს არის განსაზღვრული. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სხვისი ტყუილის გამო ამ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.
კომენტარები