ბიზნესი
adjarapay-ის უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო
2022-11-14 13:35:11
ონლაინ გადახდების პლატფორმა adjarapay.com (აჭარაფეი) მომხმარებლებს უპრეცედენტო გათამაშებას სთავაზობს. დღეიდან კვირაში ერთხელ გაიმართება გათამაშება, სადაც 12 ტესლას ავტომობილი და ფულადი პრიზები გათამაშდება - რომლის საპრიზო ფონდიც 360 000 ლარს შეადგენს.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ბილეთების დაგროვების კი რამოდენიმე გზა არსებობს:
ის ვინც არ არის adjarapay.com-ის მომხმარებელი და სწორედ ახლა, გათამაშების პერიოდში დარეგისტრირდება, საჩუქრად გადაეცემა გათამაშების 10 ბილეთი.
მათ კი ვინც უკვე არის adjarapay.com -ის მომხმარებელი, ნებისმიერი საბანკო ბარათით ყოველ გადახდილ 10₾-ზე გათამაშების 1 ბილეთს მიიღებს.
გათამაშების ბილეთის მიღება შესაძლებელია ფეიბოქსიდან გადახდის შემთხვევაშიც. OPPA-ს, EXSPRESS PAY-სა და TBC PAY-ს აპარატებიდან, ყოველ გადახდილ 10₾-ზე - მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების 1 ბილეთი.
adjarapay-ის გათამაშება გაიმართება ყოველ სამშაბათს 19:40 წუთზე - adjarapay.com-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.
adjarapay.com არის ონლაინ გადახდების ყველაზე მარტივი გზა, სადაც მომხმარებელს აქვს საკუთარი ელექტრონული საფულე, რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების ყველაზე თანამედროვე, უსაფრთხო და მოსახერხებელ მეთოდს.
adjarapay.com-ზე განთავსებულია 300-ზე მეტი სერვისი და პროვაიდერი, რაც დამატებით კომფორტს ქმნის მომხმარებლისთვის, ერთ სივრცეში რეგისტრაციის გარეშე გადაიხადოს ყველა ტიპის მომსახურების საფასური.
კომენტარები