პოლიტიკა
აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
2022-11-11 13:12:51
აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.
„უკრაინის დასახმარებლად კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მივმართე. მაშინ, როცა უკრაინის დამცველები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ბლინკენი.
პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ოთხ ერთეულ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.
კომენტარები