მსოფლიო
ლენტეხის მერის კაბინეტი დაცხრილეს
2022-11-02 18:41:05
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ონიანის კაბინეტი დაცხრილეს – შემთხვევა გუშინ მოხდა.
ინციდენტის შემდეგ, შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
კომენტარები