ბიზნესი
თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
2022-10-18 12:52:47
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები:
· Base2 - მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.
· Cartune - ონლაინ პლატფრომა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის.
· Carusell - მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.
· DiFlex - ქლაუდზე დაფუძნებული კონტაქტ ცენტრის პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს AI-ს გამოყენებით გამავალი სატელეფონო, SMS, IVR კამპანიები თუ კვლევები გახადონ მოქნილი, ორგანიზებული და ეკონომიური.
· e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.
· Edutech - ტექ.ტალანტების დასაქმების პლატფორმა.
· Georgian Wine Club - პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და მომხმარებელისთვის მორგებული პროდუქციის ადგილზე მიწოდებას.
· Happykids - საბავშვო პროდუქციის ონლაინ პლატფორმა (მარკეტფლეისი).
· Lopus Electronics - ელექტროინჟინერიის დისტანციურად შესწავლის ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
· MLbee - ვებ.პლატფორმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ეხმარება კომპანიებს გადაჭრან ანალიტიკური ბიზნესპრობლემები ავტომატიზებულად.
· Nebula - პლატფორმა, რომელიც სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ზოგადი განათლების საგნების სასწავლო კურსებს. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
· RenZ - ინდუსტრიული და აგრო ტექნიკის გაზიარება/გაქირავების პლატფორმა.
· SOS Auto - ევაკუატორისა და ავტოასისტანსის გამოძახების ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
· Sprenty - კერძო სპორტული ობიექტების ონლაინ დაჯავშნისა და სპორტული აქსესუარების გაქირავების პლატფორმა.
· Tao Technology - მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.
· Tradetkt - სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.
· Webbix - e-commerce ვებ.გვერდების შემქმნელი პლატფორმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის.
· Weeba - ციფრული პლატფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობის მცირე მეწარმეებს აკავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და ეხმარება მათ ფინანსური სახსრების მოძიებაში.
· პერსონაჟი - ვებ.პლატფორმა აერთიანებს ბაზარზე არსებულ საბავშვო ლიტერატურას და მშობლებს მათი შვილების ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ, პერსონალიზებულ საბავშვო წიგნების პაკეტებს სთავაზობს.
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერი - დეკემბერი 2022) და შედგება 7 ძირითადი კომპონენტისგან:
1. 3 ინტენსიური ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
2. შეხვედრები ინდივიდუალურ მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
3. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
4. ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
5. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
6. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
7. დემო დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.
წელს პირველად, დემო დღეზე გასულ სტარტაპებს, ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის პარტნიორი Cartooli-სგან მიიღონ საწყისი კაპიტალი (pre-seed); გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროდუქტის განსავითარებლად, ყველა მონაწილე სტარტაპი ისარგებლებს AWS Activate-სა და DigitalOcean Hatch-ის ქლაუდ კრედიტებით (უფასო ღრუბლოვანი მომსახურება) და ექნებათ წვდომა ტრენინგებსა და პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე; სტარტაპებს საშუალება ექნებათ ჩანიშნონ პირისპირ შეხვედრები თემატურ მენტორებთან, ინდუსტრიის ექსპერტებთან და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან.
პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com
სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, AWS Activate, DigitalOcean Hatch, აჭარა ჯგუფი.
კომენტარები