1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" -20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინელების აქცია გაიმართება

ჩამოტვირთვა

დღეს, საღამოს 8 საათზე რუსთაველის გამზირზე უკრაინელები შეიკრიბებიან და რუსულ აგრესიას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

"ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები",- წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციას პოლიტიკოსები და სხვადასხვა ორგანიზაციებიც უერთდებიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები