0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსულმა სანქცირებულმა კომპანია “როსნეფტმა”, საქართველოში საწვავი შემოიტანა

ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსულმა სანქცირებულმა კომპანია “როსნეფტმა”, საქართველოში საწვავი შემოიტანა.

კერძოდ, ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, რუსული სანქცირებული კომპანიის, “როსნეფტის” საკმაოდ დიდი ოდენობის საწვავი, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი სამართლებრივი ბარიერის გაშე შემოვიდა - სარკინიგზო გზით.

დოკუმენტიდან ჩანს რომ გამომგზავნი რუსული “როსნეფტია”, რომელიც პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქცირებულ კომპანიებს შორისაა. ხოლო, დოკუმენტის მიხედვით, იმპორტიორად დასახელებულია ერთერთი ქართული კომპანია (შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია).

საინტერესო დეტალი: დოკუმენტში მითითებულია რომ უცნობია საწვავის წარმოების ქვეყანა, თუმცა, იქვე ფიგურირებს რუსული “როსნეფტი”, რომელიც თავად აწარმოებს საწვავს. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ ვრცელდება და სადაც სავარაუდოდ, ჩანს რომ რუსული სანქცირებული კომპანია “როსნეფტი”, დიდი ალბათობით, ხელისუფლების დახმარებით, საწვავის გასაღების არეალად იყენებს ჩვენს ქვეყანას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები