მსოფლიო
"ოცნების" პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი გრეტა წიწავა დეპუტატი გახდა
2022-10-05 13:54:23
საქართველოს პარლამენტმა "ქართულის ოცნების" დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გრეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
საკითხს მხარი - 88 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არცერთი ყოფილა.
ცნობისთვის, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა, შესაბამისად მას საკანონმდებლო ორგანოში უფლებამოსილება შეუწყდა.
მანამდე ის "ოცნების" პრესსამსახურის თანამშრომელი იყო.
კომენტარები