მსოფლიო
თიბისის მხარდაჭერით ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიმართება
2022-09-28 16:51:04
ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსშია უკრაინის ომი და მისი გავლენა მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
დღეს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ფესტივალის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავს უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას.
ფესტივალი 15 ოქტომბერს გაიმართება და უმასპინძლებს 20-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების გავლენიანი წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:
· Webpage
· Facebook
· Facebook event
· Instagram
· Twitter
· Youtube
ბილეთები: http://tkt.ge/zeg
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor’s.
კომენტარები