მსოფლიო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა
2022-09-23 11:59:15
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოში პირველად, UK-Georgia Fintech Forum გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტთან ერთად იყო DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკთან და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით.
ფორუმის მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებს შორის შესაძლო პარტნიორობების განხილვა იყო. ასევე, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების ქართულ და ბრიტანულ ბაზარზე განვითარების მიმოხილვა და პერსპექტივები.
„საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით და ინოვაციების განვითარების კუთხით ბევრი საინტერესო ღონისძიების პარტნიორია. ეს შეხვედრაც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების სპიკერებსა თუ დამსწრე საზოგადოებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები გაეზიარებინა ერთმანეთისთვის. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიის შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ფორუმმა ინსპირაციული საუბრებისთვის და პანელური დისკუსიებისთვის თავი მოუყარა გამორჩეულ ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. ფორუმი სამი სესიისგან შედგებოდა, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან:
1. მაიკ კინგი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ინვესტიციების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით;
2. რობინ ბათლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი;
3. ნიშ კოტეჩა, FinBoot-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;
4. ალპეშ ბ პაიტელი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ტრანზაქციების სპეციალისტი;
5. ბრაიან ზენგი, კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებაზე მომხსენებით ასევე წარსდგნენ: გიორგი კინწურაშვილი- საქართველოს ბანკის
ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; დავით კიკვიძე- Fintech ასოციაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ებანოიძე- საქართველოს ეროვნული ბანკის FinTech და SupTech განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე ასათიანი-Edumentors-ის თანადამფუძნებელი. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა სტარტაპებმა, როგორიცაა: PAYZE, CNICK და სხვა.
კომენტარები