0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

„ბრალდებულს სურვილი აქვს, გირაოს სახით შესთავაზოს სასამართლოს საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფა. მისი ღირებულება 70 ათასიდან 100 ათასამდეა, ამავე დროს, „თიბისი ბანკში“ სესხითაა დატვირთული ეს სახლი" -„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი

ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია აპირებს, სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შესთავაზოს. ამის შესახებ დაკავებულის ერთ-ერთი ადვოკატმა დალი სულაქველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარსიამ თავადაც იცის, რომ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ:

„ბრალდებულს სურვილი აქვს, გირაოს სახით შესთავაზოს სასამართლოს საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფა. მისი ღირებულება 70 ათასიდან 100 ათასამდეა, ამავე დროს, „თიბისი ბანკში“ სესხითაა დატვირთული ეს სახლი. თვითონაც იცის, რომ ეს არ დაკმაყოფილდება, მაგრამ აპირებს შეთავაზებას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

დალი სულაქველიძეს საქმის მასალები უკვე გადასცეს. ადვოკატის თქმით, ნარსიას ბრალს დღეს წაუყენებენ, პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები