პოლიტიკა
მობილიზაცია ნიშანია, რომ რუსეთის თავდასხმა მარცხდება – თრასი და ფონ დერ ლაიენი
2022-09-22 13:13:28
”ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გმობენ და თანხმდებიან, რომ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება იმის ნიშანია, რომ რუსეთის შეჭრა მარცხდება, ეს არის სისუსტის გამო გაკეთებული განცხადება. […]მათ აღიარეს უკრაინელი ხალხის სიმამაცე და გამბედაობა და ხაზი გაუსვეს ერთობლივ ვალდებულებას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მის ბრძოლაში მანამ, სანამ საჭირო იქნება”.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
კომენტარები