1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს

მშობლებმა შვილს, რომელიც მათ მოკვლით ემუქრებოდა, გირაო გადაუხადეს.

შედეგად ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი მეორე დღესვე დატოვა.

"ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიციას შეეშინება ის ერთი დღით. რა ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი მოყვებოდა. ნამდვილად არ ვიფიქრებდით, რომ პატიმრობაში გაუშვებდნენ." - განაცხადა ბრალდებულის დედამ.

როგორც პროკურორი ნიკა მახარაძე სხდომაზე აცხადებდა, მშობლებმა პოლიციის განყოფილებამდე ფეხით იარეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გირაოს სახით 5 ათასი ლარი ჰქონდა შეფარდებული.

44 წლის მამაკაცს ბრალი ედებოდა მასში, რომ ის მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შვილს მშობლებთან მიახლოება აკრძალული აქვს. შემთხვევა 17 აგვისტოს მოხდა. 

"სავარაუდოდ გავასაჩივრებ" - გვითხრა პროკურორმა ნიკა მახარაძემ. ის პატიმრობას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და შესაძლოა დანაშაული კიდევ განმეორდეს.

აღშფოთებული პროკურორი ფურცელზე დაწერილი ტექსტის გარეშე ყვებოდა, თუ რა გადაიტანეს მშობლებმა ბრალდებულისგან:

"კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მამას მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა. უნდა აღინიშნოს, რომ მშობლები იძულებულნი გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ და ფეხით ჩასულიყვნენ პოლიციის განყოფილებამდე, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება მომხდარიყო" - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერად უთხრა მშობლებს რაღაც, რადგან მისი თქმით, მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.

 

 

https://www.qartli.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები