პოლიტიკა
თქვენ ხართ სახელმწიფო დამნაშავეები, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი - სოსო გოგაშვილი
2022-08-16 12:38:19
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი „ფეისბუქშით" განცხადებას ავრცელებს:
ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი
კომენტარები