მსოფლიო
საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება
2022-07-28 17:17:33
Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან საქართველოში და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს. პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
უკრაინელი გოგონები სწავლას განაგრძობენ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში, ინტეგრირდებიან საქართველოს სტარტაპ კომუნაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარენ.
ინიციატივის ირგვლიც გაერთიანდა ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან თიბისი, Startup Connect, USAID-ის ეკონომიკური მდგრადობის პროექტი უკრაინაში (USAID Economic Resilience Activity in Ukraine), ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი U.S. Market Access Center (USMAC), აჭარა ჯგუფი, გაზელ ფაინენს ჯორჯია, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში.
დღეს, თიბისი კონცეპტის სივრცეში პროექტის პარტნიორი კომპანიებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
პროექტის „Safe Haven“ მხარდასაჭერად შეიქმნა თიბისის საქველმოქმედო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დონაცია განახორციელოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
„Safe Haven“-ის საქველმოქმედო ანგარიშის ნომრები:
ლარის ანგარიშის ნომერი: GE73TB7318736080100014 მიმღები:ააიპ თიბისელები
დოლარის ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI
ევროს ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI
კომენტარები