0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„საგზაო მოძრაობის კულტურა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“ - მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურას ეხება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქვს მიზნად დასახული.

როგორც აღმოჩნდა, ნინო კასრაძისთვის საჭესთან ჯდომა ძალიან დიდ სტრესთან ასოცირდება. ამბობს, რომ უკმაყოფილოა გარემოთი და საკუთარი თავით.

ამიტომ ჯერ თავის გამოცდილებაზე გვიამბობს - მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო და თანაც მაშინ, როცა დიდი ცოდნა საჭირო არ იყო. ამიტომ ბევრი რამ პრაქტიკით ისწავლა.

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს გარკვეული კულტურული ნორმები, რომლებიც შესაძლოა, კანონით არ რეგულირდება, მაგრამ, როდესაც ადამიანი საჭესთან ზის, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მათ.  

„ეს ექსტრემალური სიტუაცია გაჩვენებს საკუთარ თავს. თითქოს თავშეკავებული ადამიანი შესაძლოა, სრულიად გაუწონასწორებელი აღმოჩნდეს საჭესთან. ამიტომ  ვამბობ, რომ საჭესთან ჯდომა ავლენს შენს კულტურას. შენ შეიძლება ერთს საუბრობდე და მოუწოდებდე და საჭესთან სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდე, როგორც ძირითადად ხდება. ძალიან ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა არ არის ეს მარტივი“, - ნინო კასრაძე, მსახიობი.  

ასეთ კულტურულ ნორმებს შორის ნინო კასრაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საჭესთან ქალების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფაა.

„როდესაც აღმართზეადიხარ და დაღმართზე მანქანა მოდის, შეიძლება არ დაგითმოს იმიტომ, რომ ქალი ხარ“.

მისთვის საგზაო მოძრაობის დროს სტრესულ გარემოს ისიც ქმნის, რომ, როგორც ამბობს, მძღოლების უმეტესობამ მართვის წესები არ იცის.

კიდევ ერთი, რაც ნინო კასრაძისთვის მიუღებელია, მანქანიდან ქუჩაში გადაგდებული ნაგავია. მისთვის ეს, ზოგადად, უკულტურობის ნიშანია. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ეს მისაღებია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ცოტა, რადგან დღეში ერთხელ მაინც ვხვდებით ასეთ ადამიანს, მანქანიდან ნაგავს რომ მოისვრის და გზას აუღელვებლად გააგრძელებს.

ნინო კასრაძე ფიქრობს, რომ ეს ნორმები მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც საზოგადოება თავად დაიწყებს ფიქრს, რა შეცვალოს. ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ეს კამპანიაც ზუსტად ამის ნაწილია.

„კომპანია ფიქრობს, მე მოვემსახურები მანქანას, მაგრამ მხოლოდ მანქანის მომსახურება ხომ არ არის? სინამდვილეში ერთი დიდი მთლიანობის ნაწილია. მართალიცაა...  ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. დავფიქრდეთ, დღევანდელი შენი საქციელი ხომ არ არის ხვალინდელი არასრულყოფილი საზოგადოების წინაპირობა“, - ნინო კასრაძე, მსახიობი.  

როგორ შეიძლება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, როგორც ქვეითმა, როგორც მძღოლმა, როგორც მგზავრმა, რომ ზოგადად შეიცვალოს ჩვენი კულტურა, რაც, ბუნებრივია, აისახება საჭესთან, საგზაო მოძრაობისას. ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა ჩვენი წარმოდგენების მიხედვით ვპასუხობთ.

„საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აქტიურობა. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას - „რა უნდა გავაკეთოთ“. მე მგონია, რომ უნდა იყო ადეკვატური - რეაქცია უნდა გქონდეს, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო. რა თქმა უნდა, არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, არ უნდა ვიჩხუბოთ, მაგრამ... და შენი თავიდან უნდა დაიწყო ყოველთვის, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო“.

საგზაო მოძრაობის კულტურა რომ გაიზარდოს, რომ დავიცვათ ის ნორმები, რომლებზეც უმეტესობა მაინც ვთანხმდებით, მაგრამ ასე ცალკე აღებულს ვერცერთ კოდექსში ვერ შევხვდებით, ეს ისევ ჩვენს ხელშია. და რთულია, აქ არ დაეთანხმო ნინო კასრაძეს - მითითებაც, საუბარიც, გამოსწორებაც, პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....