მსოფლიო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე „ბუსტერ“ დოზით აცრას მოქალაქეები 18 წლიდან შეძლებენ
2022-07-14 12:39:06
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე „ბუსტერ“ დოზით აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.
რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭომ გასცა და ძალაში რამდენიმე დღეში შევა.
როგორც, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, მეორე „ბუსტერ დოზის“ გაკეთება შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად.
ცნობისთვის, მეორე „ბუსტერ“ დოზა აქამდე მხოლოდ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.
კომენტარები