მსოფლიო
აშშ-ში 18 წლის მოსწავლემ სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი მოკლა
2022-05-25 13:59:39
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი.
შემთხვევა ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში მოხდა. ცეცხლი 18 წლის ახალგაზრდამ, სალვადორ რამოსმა გახსნა. მოკლულთა შორის 2 მასწავლებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
უვალდეს საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 დაშავებული მოსწავლე. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
კომენტარები