მსოფლიო
კასპის სამუსიკო სკოლას, რომლის დირექტორმა შორენა შეშაბერიძემ ღარიბაშვილს მართლმადიდებლობისთვის მადლობა გადაუხადა, სახელმწიფო 2 როიალს აჩუქებს
2022-05-23 12:21:42
კასპის სამუსიკო სკოლას, რომლის დირექტორმა შორენა შეშაბერიძემ ღარიბაშვილს მართლმადიდებლობისთვის მადლობა გადაუხადა, სახელმწიფო 2 როიალს ჩუქნის.
"მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველაფერისთვის, აღმშენებლობისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის, მადლობა სიმშვიდისთვის, რომ ცეცხლის ალში არ გაგვხვიეთ" - უთხრა შორენა შეშაბერიძემ.
ერთი კვირის წინ, აღნიშნულ სკოლას 60 000 ლარიანი გრანტი კულტურის სამინისტრომ გადასცა. ამ თანხით, სკოლამ უნდა შეიძინოს 2 როიალი და 10 პიანინო.
სამუსიკო სკოლის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რომ მუნიციპალიტეტში საცურაო აუზი გაკეთდეს.
კომენტარები