საზოგადოება
სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია..10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს... - რას წერს გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის მწვავე ჰეპატიტზე
2022-05-18 10:42:24
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება პოსტკოვიდი იყო.
„ღებინება, სისუსტე, სიყვითლე“ – რა სიმპტომები აქვს აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტს და ხდება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა: პროფესორ ივანე ჩხაიძის განმარტება
“ჰეპატიტი ბავშვებში – ბოლო მონაცემები (17/05/2022)❗️
✅სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი❗️ (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს)
✅პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს.
✅პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
✅ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.
✅500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.
✅სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:
📍90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
📍10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა 😞.
✅ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი.
✅ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
✅პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
📌არავითარი პანიკა;
📌დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
📌მუქი შარდი;
📌ნაცრისფერი განავალი;
📌კანის ქავილი;
📌კუნთების და სახსრების ტკივილი;
📌მაღალი სიცხე;
📌ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
📌ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
📌მადის დაკარგვა;
📌ტკივილი მუცლის არეში.
✅გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
✅ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია❗️გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით❗️
✅რა ტიპის ტესტები არის საჭირო:
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ტესტებია საჭირო (ეს ექიმებისთვის ტექნიკური ნაწილია):
✅არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი❗️
✅დადასტურდა, რომ კოვიდვაქცინებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები