პოლიტიკა
თავდასხმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისზე – ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
2022-05-13 12:17:53
თავდასხმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისზე – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია პარტიის ბანერი.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. შენობა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
პარტიის წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ამ ფორმით ივანიშვილი პარტიის დაშიანებას ცდილობს, რადგან სწორედ ისინი არიან პირველები, ვინც მისი, როგორც რუსი ოლიგარქის, დასანქცირება მოითხოვეს.
ეს არ არის პირველი თავდასხმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისზე. წნა რეჟიმების დროსაც და ახლაც ეს ერთგვარი პასუხი იყო ივანიშვილის მხრიდან იმ აქტიურობაზე, რომელსაც ეწევა პარტია, მისი ლდიერი შალვა ნათელაშვილი. მოგეხსენებათ, ამ სანქცირების საკითხებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მტავარი აქტორები სწორედ ჩვენ ვართ, მუდმივი კომუნიკაცია გაგავაჩნია შესაბამის ორგანოებთან, რომ დსაქცირდეს რუსი ოლიგაქრი ივანიშვილი და ასეთი უგონო პასუხი გაგვცა. წინა პერიოდშიც იყო თავდასხმა ოფისზე, ჩაამსხვრიეს შშები, გარკვეული წარწერები გააკეთეს, ახლა ღამეს აგკეთდება კიდევ და არცერთ ასეთ შემთხვევაზე გამოძიება ბოლომდე არ მისულა, შესაბამისი პირები არ გამოვლენილა, არც დაკავებულა და როგორც ხედავთ, რაც დამახასიათებელია ამ რეჟიმისთვის, ასეთი ფორმით ცდილობს გაგვაჩეროს. რა თქმა უნდა, ვერ გაგვაჩერებს. პირიქით,ა სეთი ქმედებები ნიშანია იმის, რომ ისინი პანიკაში არიან და გაგრძელდება ჩვენბი ბრძოლა, – ამბობს პარტიის წევრი გიორგი გუაგავა.
კომენტარები