0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიევმა აზოვსტალის ბოევიკებს იარაღის დაყრა უნდა უბრძანოს – პუტინი

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერმინისტ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას ომზე ისაუბრა.

მედიის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აზოვსტალის ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაყის დაყრა უნდა უბრძანოს.

“რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ მათ იარაღის დაყრის ბრძანება უნდა მისცეს“, – განაცხადა პუტინმა.

ის ასევე ამტკიცებს, რომ რუსი სამხედროები კვლავ მზად არიან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისთვის.

ცნობისთვის, მესამე დღეა აზოვტალის ქარხანაზე შტურმი გრძელდება. ოკუპანტებმა გუშინ ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევა მოახერხეს, სადაც ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები