პოლიტიკა
ე.წ. მუშკეტერების ჯერიც მოვიდა! - თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს, სავარაუდო მიზეზი ცნობილია
2022-05-04 11:59:30
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს. თენგიზ ცერცვაძემ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოსტის დატოვებაზე უკვე დაწერა. მიზეზი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან დაპირისპირებაა, რაც კულუარული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
"მთავარმა არხმა" ინფორმაციის გადამოწმება თავად ცერცვაძესთან სცადა, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა:
„არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ. იმას კითხეთ, ვინც გითხრათ. არანაირი დაპირისპირება არ მქონია [ჯანდაცვის მინისტრთან]. მივდივარ ახლა იქ [ინფექციურში] სამუშაოდ", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
კონკრეტულად როდის დატოვებს თენგიზ ცერცვაძე დაკავებულ თანამდებობას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უცნობია, უკავშირდება თუ არა წმენდა მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს დიდი ოდენობით თანხა გაიფლანგა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნის შემდეგ, სისტემაში საკადრო წმენდა დაიწყო. თანამდებობა უკვე დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელმა მენეჯმენტმა.
წყარო: მთავარი არხი
კომენტარები