0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინმა არამეგობრული ქვეყნების მიმართ საპასუხო სანქციების განკარგულებას ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხო ახალ ზომებს ხელი მოაწერა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული,  ზომები მიღებულია  “ეროვნული ინტერესების დაცვის” მიზნით. დოკუმენტი კრძალავს რესურსებისა და პროდუქციის გაყიდვას იურიდიულ პირებზე, რომელთა სიასაც მთავრობა განსაზღვრავს.

“აშშ-ს, მასთან გადაჯაჭვული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია რუსეთის, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი იურიდიული პირების საკუთრების უფლების შეზღუდვისკენ ან ჩამორთმევისკენ”.

რუსეთის მთავრობას ევალება, 10 დღის ვადაში შეადგინოს იმ პირთა სია რომლებიც საპასუხო სანქციებში მოყვებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები