მსოფლიო
თურქეთის და ბრაზილიის პრეზიდენტები მზად არიან მოსკოვში ჩავიდნენ
2022-05-02 10:29:19
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოგანი და მისი ბრაზილიელი კოლეგა, ჟაირ ბოლსონარუ მზად არიან მოსკოვში ჩავიდნენ, რათა უკრაინაში ომის დარეგულირების საკითხში წვლილი შეიტანონ. ამის შესახებ მინისტრმა ლათინურ ამერიკაში ტურნეს შეჯამებისას განაცხადა. ის ესტუმრა ურუგვაის, ბრაზილიას, ეკვადორს, კოლუმბიას, პანამას და ვენესუელას.
“ბრაზილია და ვენესუელა კარგ ურთიერთობაში არიან რუსეთთან. ამის მიუხედავად, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ომი უნდა დამთავრდეს“– თქვა ჩავუშოღლუმ. მისი განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარუ ამბობს, რომ მზად არის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებისთვის სხვა სახელმწფიოების მათაურებთან, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან ერთად.
“გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ თქვენს ძალისხმევაში“– ასე გადმოსცემს თურქი მინისტრი ლათინური ამერიკის ქვეყნების პოზიციას კონფლიქტის დარეგულირებაში ანკარას ძალისხმევასთან დაკავშირებით.
ჩავუშოღლუმ პირობა დადო, რომ თურქეთი ამ საკითხს შეისწავლის.
მანამდე თურქეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ მზად არის ზელენსკის და პუტინის შვეხვედრის ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, მარტის ბოლოს სტამბულში უკრაინული და რუსული მომლაპარაკებელი ჯგუფების მორიგი შეხვედრა შედგა.
კომენტარები