პოლიტიკა
რუსეთი აზოვსტალის ქარხანაში უკრაინულ ჯარებს დანებებისთვის 2 საათს აძლევს
2022-04-19 15:39:57
რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს. რუსეთი იარაღის დაყრას კომბინატში შექმნილი “კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე”
- “ყველა, ვინც დადებს იარაღს, გარანტირებულად ცოცხალი დარჩება”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა მიწისქვეშა თავშესაფრებში უზარმაზარი აზოვსტალის ქარხნის ქვეშ.
კომენტარები