მსოფლიო
ევროკავშირი პუტინის შვილებს სანქციებს დაუწესებს
2022-04-06 13:48:53
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ქალაქ ბუჩას შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ, სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა.
როგორც ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" წერს, სანქციები დაეკისრებათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას. სიაში მათ გარდა არიან რუსი ოლიგარქები, პოლიტიკოსები, პროპაგანდისტები და მათი ოჯახების წევრები. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის შვილებისთვის სანქციების დაწესება დიდწილად სიმბოლურია, რადგანაც გაურკვეველია აქვთ თუ არა ტიხონოვასა და ვორონცოვას აქტივები რუსეთის ფარგლებს გარეთ.
კომენტარები