მსოფლიო
" რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით..”- უკრაინელი ექიმის ძალიან ემოციური მიმართვა
2022-04-04 08:44:40
უკრაინელი ექიმის ტექსტი:
" რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორიას, რომელიც მშობლების თვალწინ არაერთხელ გააუპატიურეს და შემდეგ რუსმა არაადამიანებმა მოიტაცეს. დაახლოებით ათობით ან შესაძლოა ასობით გაუპატიურებული უკრაინელი ქალის ისტორიას.. ხშირად ბავშვების თვალწინ. დაახლოებით 15-16 წლის გოგონების ისტორიას ბოროდინკიდან, რომლებიც განიცდიდნენ საშინელ ძალადობას. ხუთი გაუპატიურებული მოკლული და გზაზე დატოვებული ახალგაზრდა გოგონას ცხედარის შესახებ. აი, რას გეტყვით დიდი რუსული ბალეტის საპასუხოდ.
რამდენჯერაც დიდ რუს კომპოზიტორებზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით ამბავს გოგონას შესახებ, რომლის თვალწინაც მარიუპოლის სარდაფში დედა ერთ დღეს დაიღუპა. შემდეგ კი გარდაცვლილი დედის გვამთან, ბავშვები იძულებულნი გახდნენ სარდაფში გაეგრძელებინათ დამალვა ჭურვებისაგან. ბიჭზე, რომლის თვალწინაც რუსმა ჯარისკაცებმა მამას ესროლეს. შემდეგ კი შვილის მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის გადარჩა. გოგოზე, რომელსაც პირდაპირ სახეში ესროლეს. ბავშვზე, რომელიც ბებიასთან ერთად ნავით გაიქცა. ბებო დაიხრჩო, ბიჭუნა კი თითქმის ერთი თვეა ეძებდა. აი, რას გეტყვით პასუხად დიდ რუს კომპოზიტორებზე.
რამდენჯერაც დიდ რუს მხატვარზე მეტყვით, იმდენჯერ მოგიყვებით მაკაროვსკის რაიონში მშვიდობიანი უკრაინელების ზურგში გადაღებულ კადრებზე, რომელთაც სროლის წინ ორკებმა ხელები შეუკრეს. ასობით გვამზე ბუჩის, ირპენის, გოსტომელის ქუჩებში. საძმო საფლავების შესახებ საცხოვრებელი კვარტლების ეზოებში. მშვიდობიანი მოსახლეობის ძმური საფლავების შესახებ მყუდრო და უსაფრთხო ქალაქებში. ძმათა საფლავების შესახებ 21 საუკუნეში. აი, რას გეტყვით დიდი რუსი მხატვრების საპასუხოდ.
რამდენჯერაც დიდ რუსულ თეატრზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით ბროვარის რაიონიდან ჩამოსული ქალის ისტორიას, რომლის სახლიდანაც რუსმა ლოთებმა მეტლახის ფილა ამოიღეს. უკრაინულ სახლებში მოპარული ტელეფონების, ტაბლეტების, ტელევიზორების, სარეცხი მანქანების, ხალიჩების, სამკაულების, ლიქიორის ბოთლების, ტაფების, ტანსაცმელის, სათამაშოების, ფეხსაცმელის შესახებ. იმის შესახებ, თუ როგორ ვაჭრობდნენ მოპარული საქონლით ბელარუსის ბაზარებში. აი, რას გეტყვით დიდი რუსული თეატრის პასუხად.
რამდენჯერაც დიად რუსულ კინოზე მეტყვით, იმდენჯერ მოგიყვებით კიევის რეგიონში სასტიკად დახვრეტილ ცხენებზე. იასნოგოროდკის ზოოპარკის მშიერ-მწყურვალი ცხოველების შესახებ. აფეთქების შემდეგ ირმის დამწვარი კანის შესახებ. და მაქსიმალური ველურობის შესახებ. რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი და შეჭმული ძაღლების შესახებ. აი, რას გეტყვით დიდი რუსული კინოს პასუხად.
რამდენჯერაც დიდ რუსულ ლიტერატურაზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით რუსი ჯარისკაცების საუბრების შესახებ დედებთან და ცოლებთან. საუბრები, რომელშიც არაფერია გარდა * * -ზე. საუბრები, რომლებშიც ცოლები უბრძანებენ უკრაინულ სახლებში შეპარვას. საუბრები, სადაც დედები იცინიან, როდესაც ვაჟები ყვებიან, თუ როგორ აუპატიურებენ ქმრები ჰოჰლუშკეკს. აი, რას გეტყვით დიდი რუსული ლიტერატურის პასუხად.
აღარ არსებობს დიდი რუსული კულტურა, ლიტერატურა, კინო, მხატვრობა, თეატრი და ბალეტი. გარეწრების, ლოთების, მოძალადეების და მკვლელების ქვეყანა არსებობს. ველურები, რომელთა ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის!
კომენტარები