0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

როგორ დასრულდა მოლაპარაკებები სტამბოლში – არახამიას განცხადება

სტამბოლში უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინის დელეგაციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის პირველი გამარჯვება მოლაპარაკებების  ბელარუსიდან თურქეთში გადატანაა.

მისი თქმით, უკრაინული მხარე ჯერჯერობთ უსაფრთოების გარანტიების ფორმატზე მუშაობს. არახამიას ინფორმაციით, ზოგიერთი ქვეყნისგან უკრაინას გარანტორობაზე წინასწარი თანხმობა უკვე მიღებული აქვს.

“გარანტორებს შორის ვხედავთ – გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს: აშშ-ს, საფრანგეთს, თურქეთს, გერმანიას, კანადას, პოლონეთსა ისრაელს.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმთან დაკავშირებული საკითხები არ მოგვარებულა. ამიტომ, გარანტიები ამ ტერიტორიებზე არ იმოქმედებს. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გასცა წინასწარი თანხმობა. ეს არის სისტემა, რომელზეც ჩვენ გვინდა ავაშენოთ ახალი მომავალი უკრაინისთვის. ასევე, ეს გარანტიები უნდა დაგვეხმაროს ევროკავშირში გაწევრიანებას”,– აცხადებს არახამია უკრაინული მედიის ცნობით.

მისივე განმარტებით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე მხარეებს არაფერი გაუფორმებიათ.

არახამია განმარტავს, რომ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩასატარებლად მშვიდობაა საჭირო.

“ზეწოლის ქვეშ არცერთი გარანტი არ მოაწერს ხელს კონტრაქტს. თუ ყველა მხარე მიიღებს ასეთ პოზიციას, იქნება ჯარების გაყვანა, ხალხის დაბრუნება და შემდეგ რეფერენდუმი.
ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის საზღვრებს, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მიერ 1991 წლიდან. არანაირი კომპრომისი”,– აღნიშნავს არახამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები