0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის პარტნიორობით სამეწარმეო განათლების ფესტივალი ჩატარდა

26 მარტს, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, „სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2022“ ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა თიბისისთან, თბილისი მოლთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 30-მა მინი-კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც სასწავლო პროცესის განმავლობაში შექმნეს ინოვაციური და კრეატიული პროდუქტები.

გამარჯვებული გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში:

• საუკეთესო პროდუქტი

• საუკეთესო ინტერვიუ

• მომხმარებლის რჩეული

ასევე, შეირჩა 5 გუნდი, რომელიც გადავიდა მომდევნო ეტაპზე და 2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად გააგრძელებს ბრძოლას.

„საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების ფესტივალში“, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 12-დან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“ ახალგაზრდებში მეწარმეობის სწავლების პრაქტიკული მეთოდით - „სწავლება კეთებით“ ისწავლება, რომლის დროსაც მოსწავლეები ახდენენ სიმულაციური კომპანიების ჩამოყალიბებას და მართვას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს. პროგრამის წესების შესაბამისად, მონაწილეები ახდენენ კაპიტალის მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და წარმოებული საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად დაინახონ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ბიზნეს იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები